Saturday, October 24, 2015

Saturday, March 21, 2015

მე-9 დღე....

    დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავაკეთეთ პრეზენტაციები. ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგების  პრეზენტაციები.განსაკუთრებით გამოვყოფდი პრეზენტაციას "ოქროს კვეთაზე".
     ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი ახალი ცოდნა შევიძინე,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
     მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს ტრენერს-ბატონ დათო მალანიას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

Thursday, March 19, 2015

მე-8 დღის რეფლექსია

 ტრენინგის მერვე დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვისწავლე საქაღალდეების ატვირთა google drive-ში და იქიდან ბლოგზე განთავსება.ავტვირთე ჩემი საქაღალდე"ნატო_დარსალია",რომელშიც მოთავსებული მქონდა მოსწავლის პრეზენტაცია,პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
   კიდევ ერთხელ შევაჯერეთ განვლილი ტრენინგების მასალები და გავიაზრეთ მეცხრე დღეს წარსადგენი დავალებები.
     მოუთმენლად ველოდები მეცხრე დღეს!....
     p.s.ტრენერმა თავის ბლოგში გვანახა  ბროშურის ნიმუში. ჩამოვტვირთეთ მოცემული ნიმუში და შევქმენით ჩვენი პროექტის ბუკლეტი,რაც ასევე ავტვირთეთ ინტელის ბლოგზე!

ჩემი პროექტის ბროშურა

ბროშურა