აი ჩვენი სერთიფიკატიც........
Saturday, October 24, 2015
Saturday, March 21, 2015
მე-9 დღე....
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავაკეთეთ პრეზენტაციები. ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგების პრეზენტაციები.განსაკუთრებით გამოვყოფდი პრეზენტაციას "ოქროს კვეთაზე".
ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი ახალი ცოდნა შევიძინე,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს ტრენერს-ბატონ დათო მალანიას ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის!

Friday, March 20, 2015
Thursday, March 19, 2015
მე-8 დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვისწავლე საქაღალდეების ატვირთა google drive-ში და იქიდან ბლოგზე განთავსება.ავტვირთე ჩემი საქაღალდე"ნატო_დარსალია",რომელშიც მოთავსებული მქონდა მოსწავლის პრეზენტაცია,პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
კიდევ ერთხელ შევაჯერეთ განვლილი ტრენინგების მასალები და გავიაზრეთ მეცხრე დღეს წარსადგენი დავალებები.
მოუთმენლად ველოდები მეცხრე დღეს!....
p.s.ტრენერმა თავის ბლოგში გვანახა ბროშურის ნიმუში. ჩამოვტვირთეთ მოცემული ნიმუში და შევქმენით ჩვენი პროექტის ბუკლეტი,რაც ასევე ავტვირთეთ ინტელის ბლოგზე!

Tuesday, March 17, 2015
Saturday, March 14, 2015
მე-7 დღე
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ google drive-ში.ტრენერმა გვასწავლა პრეზენტაციის ატვირთა და შემდეგ ბლოგზე გადატანა.
ინტელის ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაციის ნიმუში.
ასევე ავტვირთეთ მე-9 დღეს წარმოსადგენი პრეზენტაცია ბლოგზე.
ვიუერში ვნახეთ შაბლონის და შეფასების რუბრიკების რამოდენიმე ნიმუში.ძალიან მომეწონა რომეო და ჯულიეტას პროექტის პრეზენტაცია და გეგმა.

Wednesday, March 11, 2015
მე-6 დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალების მიმოხილვით. შემდეგ გადავედით ვიუერზე,მე-5 მოდულში და გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს. თითოეული რუბრიკა ქართული თუ ინგლისური ვერსიით ძალიან საინტერესო იყო . ტრენენრმა დავალებად მოგვცა ამ რუბრიკების მიხედვით შეგვექმნა ჩვენი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და ჩაგვესვა პროექტის გეგმის შაბლონში.
Monday, March 9, 2015
მე-5 დღე
მეხუთე დღე დაიწყო სასიამოვნოდ. ტრენერმა შეამოწმა მისთვის იმეილზე გადაგზავნილი დავალებები. თითოეული დავალება განვიხილეთ და შევაფასეთ საჯაროდ. კიდევ ერთხელ განვასხვავეთ ამ შეკითხვების ტიპები ერთმანეთისგან.
შემდეგ გავიმეორეთ პრეზენტაციის გაკეთება პაუერპოინტში.
ტრენერმა გვთხოვა, დავალებად, პრეზენტაცია დაგვემზადებინა პაუერპოინტში.
შემდეგ გავიმეორეთ პრეზენტაციის გაკეთება პაუერპოინტში.
ტრენერმა გვთხოვა, დავალებად, პრეზენტაცია დაგვემზადებინა პაუერპოინტში.
ტრენინგის მე-4 დღე
ტრენერმა მეოთხე დღის სესია დაიწყო წინა დღეებში განვლილი მასალის განმეორებით. შემდეგ გავეცანით პროექტის ირგვლივ დასასმელ სამი ტიპის კითხვებს:ზოგადს,თემატურს და შინაარსობრივს. ვიუერში გადავხედეთ ნიმუშებს. ასევე ტრენერმა გვანახა პრეზენტაცია თუ როგორი უნდა იყოს თითოეული ეს კითხვა. ბოლოს პროექტს მოვარგეთ კითხვები. დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე.
Tuesday, March 3, 2015
მე-3 დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგები დავიწყეთ 20 თებერვალს. ტრენერმა -დათო მალანიამ ,პირველ დღეს ძალიან საინტერესოდ გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი და მიზნები. მან გააკეთა პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე. გვასწავლა როგორ ჩამოგვეტვირთა სახელმძღვანელო-viewer by Dato ტრენერის ბლოგიდან.
მეორე დღეს შევქმენით საქაღალდეები,სადაც გადმოვიტანეთ viewerდან რამოდენიმე დოკუმენტი. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანით პირველი და მეორე მოდულის მასალებს.
მესამე დღეს ტრენერმა გაგვაცნო პროექტის გეგმის შაბლონი. შევარჩიეთ საპროექტო თემა.შევუსაბამეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგნის სტანდარტს. ასევე გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს და პორტფოლიოს ჩეკლისტებს. დავიწყეთ ბლოგზე მუშაობა.

Subscribe to:
Posts (Atom)