Tuesday, March 3, 2015

მე-3 დღის რეფლექსია

       ინტელის ტრენინგები დავიწყეთ 20 თებერვალს. ტრენერმა -დათო მალანიამ ,პირველ დღეს ძალიან საინტერესოდ გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი და მიზნები. მან გააკეთა პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე.  გვასწავლა როგორ ჩამოგვეტვირთა  სახელმძღვანელო-viewer by Dato ტრენერის ბლოგიდან.
        მეორე დღეს შევქმენით საქაღალდეები,სადაც გადმოვიტანეთ viewerდან რამოდენიმე დოკუმენტი. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავეცანით პირველი და მეორე მოდულის მასალებს.
         მესამე დღეს ტრენერმა გაგვაცნო პროექტის გეგმის შაბლონი. შევარჩიეთ საპროექტო თემა.შევუსაბამეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას და საგნის სტანდარტს. ასევე გავეცანით  პროექტის შეფასების რუბრიკებს და პორტფოლიოს ჩეკლისტებს. დავიწყეთ ბლოგზე მუშაობა.

2 comments:

  1. ძალიან კარგადაა დაწერილი.

    ReplyDelete
  2. აღფრთოვანებული ვარ! :-)

    ReplyDelete